LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძებნის მესამე დღე: ნაპოვნია მდინარეში გადავარდნილი ახალგაზრდების ავტომობილი

1067
38bf6e198d6986054cbf57dc3edbd491_XL

მესტიაში ხიდიდან ავტომანქანით გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

მაშველებმა მდინარე დოლრაში ​ავტომობილი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მესტიის სამსახურის გარდა, ჩართული არიან ზუგდიდისა და ქუთაისის საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანამშრომლები. 

მესტიაში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა

მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

დაკარგულები არიან ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი. ჟორჟოლიანს ორსული მეუღლე ჰყავს. ახალგაზრდები ბეჩოს ხეობიდან მულახში ბრუნდებოდნენ. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა ან/და საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევა 7 ივნისს მოხდა.

ძლიერი წვიმებისა და მთაში თოვლის დნობის გამო, მდინარე დოლრა ადიდებულია. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში დოლრა ენგურს უერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები