LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. კანონიერ ქურდ “პაწუასთან” ერთად ქურდული გარჩევებში მონაწილეობისთვის ზესტაფონში ერთი პირი დააკავეს

d39kf (1)

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი, 1975 წელს დაბადებული ხ.ს. ზესტაფონში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 7-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ხ.ს. აღიარებს „ქურდულ სამყაროს“. იგი ძმასთან, უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ – ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) ერთად მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან. ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს ძმები აძლევდნენ დავალებებს და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალდამცველების მიერ ხ.ს. მიმდინარე წლის 18 ივნისიდან სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა. ხ.ს.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და მას სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა.

ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები