LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მწვანე პასპორტის აღების გზები – ინსტრუქცია

963
Untitled design - 2021-11-15T173734.018

ზუსტად ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მწვანე პასპორტები ამოქმედდება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“-ტესტი ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

„მინდა, განმარტება გავაკეთო – იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება.

ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე – ტურისტებისთვის.

ჩვენი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. ასევე, გეტყვით, რომ აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არის კითხვები, რომელსაც საზოგადოებაში მწვანე პასპორტის ხშირად სვამენ.

როგორ იქცევით,  თუკი აცრის ბარათი დაკარგეთ?

თუკი, აცრის ბარათი ვერ აიღეთ ან დაკარგეთ, შეგიძლიათ გამოითხოვოთ იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ბოლო აცრა ჩაიტარეთ.

რა გზა უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ მწვანე პასპორტი ავიღოთ?

ე.წ. მწვანე პასპორტის ასაღებად უნდა გადახვიდეთ ვებ-გვერდზე, სადაც პირად მონაცემებს შეიყვანთ, რის შემდეგაც თქვენს მობილურ ტელეფონზე SMS კოდი გამოიგზავნება.

კოდის შესაბამის ფანჯარაში შეყვანის შემდეგ კი გადაგიყვანთ გვერდზე, სადაც თქვენი ფოტო და შტრიხკოდი გამოიგზავნება, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია.

კოდს თქვენთვის სასურველ ადგილას ვიზიტისას წარადგენთ, შესაბამისი დაწესებულება კი მას დაასკანერებს და შესვლას შეძლებთ.

კოვიდ პასპორტის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და სერვის ცენტრებში. კოვიდ პასპორტი უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ ვიზიტის დაჯავშნის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ თქვენს ნაცვლად პასპორტის აღება სხვას არ შეეძლება. 

ე.წ. მწვანე ბარათის აღება შეგეძლებათ სამუშაო დღეებში 9:00 – 18:00 საათამდე.

ხოლო შაბათ დღეს 14:00 საათამდე.

მოგზაურობის მსურველებმა კოვიდ პასპორტი უნდა წარადგინონ საზღვრის გადაკვეთისას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მისი აპოსტილით დამოწმებაც. თუ ამას ითხოვს დანიშნულების ქვეყანა.

ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ასევე, ასკვნის, რომ საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას.

ევროკომისიამ საქართველოსთან ერთად მოლდოვას, სერბეთის და ახალი ზელანდიის კოვიდ-პასპორტებიც აღიარა.

საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, რომ კოვიდ-პასპორტი, რომელიც აღებული გვაქვს იუსტიციის სახლში, განვაახლოთ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 17 ნოემბრიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები ვალიდური იქნება სისტემაში.

“საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამგზავრებამდე, თითოეულმა ჩვენგანმა გადავამოწმოთ იმ ქვეყნის პოლიტიკა, სადაც მივემგზავრებით, რაც შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით, რადგან, როგორც ვიცით, სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა პოლიტიკას იყენებს, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინაზე და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გამგზავრებამდე გადავამოწმოთ ჩვენი სტატუსი.

პირობითად, შესაძლებელია, რომ მე ვიყო აცრილი ერთი ვაქცინით, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც მივემგზავრები, იმ ვაქცინით აცრა არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მომენიჭოს მწვანე სტატუსი, შესაბამისად, შესაძლებელია მჭირდებოდეს ბუსტერ დოზა, ან სხვა მწარმოებლის მიერ ვაქცინით ვიყო აცრილი, შესაბამისად“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში „ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატები“ ამოქმედდა, რომლებიც ძირითადად ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას გამოიყენება.

თუმცა წევრ სახელმწიფოებს ამ დოკუმენტის გამოყენება ადგილობრივი ინტერესების შესაბამისადაც შეუძლიათ, მაგალითად, ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სერტიფიკატის მქონე მოქალაქეების დაშვებისთვის და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები