LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD-ის დაფინანსებით საქართველოს ენერგეტიკული ქსელი გაძლიერდება – 90 მლნ ევრო გამოიყო

67
shutterstock-206203324

90 მლნ ევრო საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის გამოიყოფა. აღნიშნულს ითვალისწინებს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გააფორმა.

„განვითარებულ გენერაციას სჭირდება ასეთივე განვითარებული გადამცემი ქსელები და ქსელური ინფრასტრუქტურა. EBRD – მა 90 მლნ ევროს ფინანსური რესურსი გამოყო იმისთვის, რომ საქართველოში აშენდეს 150 კმ-ზე მეტი ახალი გადამცემი ქსელი, შესაბამისი ქვესადგურები და მთლიანობაში გაძლიერდეს ჩვენი ენერგეტიკული სისტემა, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ EBRD – თან გაფორმებული შეთანხმების კომენტირებისას, რომლის მეშვეობითაც, საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის განხორციელებას შეეწყობა ხელი.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ენერგეტიკული რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით, რასაც ყოველთვის აღნიშნავს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ლაჯანური – წყალტუბოს, ნამახვანი – წყალტუბოს, ნამახვანი – ტვიში – ლაჯანურის, ნენსკრა – მესტიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ასევე აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში შემავალი ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა და გაფართოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები