LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეგღა გვაკლდა… ეს შტამი 4 წლის ბიჭს დაუდასტურდა“ – გიორგი ფხაკაძე ახალი ვურუსის გავრცელებას გვატყობინებს

933
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი ვირუსის გავრცელებას გვატყობინებს და მის დამახასიათებელ სიმპტომებსაც გვაცნობს.

როგორც ფხაკაძე წერს, ფრინველის გრიპის ახალი შტამი ჩინეთში ბავშვს დაუდასტურდა.

„ეგღა გვაკლდა… ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (დადასტურდა 26/04/2022). 28 აპრილს კი ამერიკაში H5N1 ფრინველის გრიპის შტამ ერთი ადამიანი დაინფიცირდა ხოლო პირველი H5N1 შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში იანვარში.
რაც შეეხება ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ (H3N8), ეს შტამი ხენანის პროვინციაში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს დაუდასტურდა, ის სავარაუდოთ დაინფიცირდა 2022 წლის 5 აპრილს, რაც მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. ამას ადასტურებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.
ცნობილია, რომ ეს ინფექცია, ძირითადად, სხვადასხვა ფრინველში ვრცელდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის ადამიანზეც გადადის. ვირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქება 2015 წელს მოხდა, როცა შტამ H5N1-ს 140 მილიონზე მეტი ფრინველი ემსხვერპლა. გასულ წელს მისი ვარიანტი H10N3 პირველ ადამიანს აღმოაჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, სხვები არ დაავადებულან.
რაც შეეხება ამ შემთხვევას, ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში სიცხითა და სხვა სიმპტომებით 5 აპრილს მიიყვანეს, 10 აპრილისთვის კი მისი მდგომარეობა გაუარესდა. 24 აპრილს ბიჭს ტესტი გაუკეთდა, რომელმაც 26 აპრილს H3N8-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.
რა ვქნათ?
ამჯამდ ამ გრიპის წინააღმდეგ ვაქცინა არ არის მაგრამ არსებული სეზონური გრიპის ვაქცინა ნაწილობრივ იცავს მოსახლეობას და რეკომენდირებულია.
ფრინველის გრიპის შემდეგი სიმპტომები ვლინდება ინფიცირებულ პირებში ინფიცირებიდან ორიდან შვიდი დღის განმავლობაში:
ხველა
Ცხელება
Ყელის ტკივილი
Კუნთების ტკივილი
თავის ტკივილი
Ჰაერის უკმარისობა
სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა, დიარეა ან ღებინება.
ფრინველის გრიპის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ მსუბუქი თვალის ინფექციის სიმპტომები.
საქართველოში ჯერჯერობით ფრინველის გრიპის შტამ H3N8 არ დაფიქსირდა და შეშფოთების საფუძველი არ არის მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში! შევიარაღდეთ სწორი ინფორმაციით!
ჯანმრთელობას გისურვებთ…“, – წერს ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები