LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის 25 ივნისიდან გაიხსნება

819
Eiffel Tower789

საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ნელ–ნელა ხსნის და პარიზის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობის დროც დადგა.

ქალაქის სიმბოლოდ აღიარებული ეიფელის კოშკის ნახვა 25 ივნისიდან იქნება შესაძლებელი. ეიფელი უკვე სამი თვეა რაც მნახველთათვის დაკეტილია, ეს კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.

ღირსშესანიშნაობის მონახულების მსურველებს უსაფრთხოების წესების დაცვა მოუწევთ. პირბადის ტარება თუ სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელი იქნება. იმისათვის რომ სალაროებთან ხალხი არ მოგროვდეს, ბილეთების შეძენა ინტერნეტით იქნება რეკომენდირებული.

პირველ ეტაპზე ეიფელის ორი სართული გაიხსნება და ტურისტებს ასვლა და ჩასვლა სხვადასხვა კიბეებით მოუწევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები