LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კვალიაშვილის სიმღერა ლუბა უსპენსკაიამ უნებართვოდ შეასრულა

8626
kvlshvl

ეკა კვალიაშილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ასრულებს მის სიმღერას ლუბა უსპენსკაია. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ეს კომპოზიცია რუსმა შემსრულებელმა მისი ნებართვის გარეშე იმღერა.

ჟურნალ „თბილისელებთან“ ეკა კვალიაშვილმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა:

სრულიად შემთხვევით წავაწყდი სოციალურ ქსელში, ჩემს სიმღერას ლუბა უსპენსკაიას შესრულებით. არც უფლება, არც კთხვა, შეიძლება თუ არა… ამ სიმღერაზე, აფანატებს სრულიად რუსეთი. ასე არ შეიძლება. თან, ავტორის სახელი და გვარიც არ აქვს მიწერილი. ყველაფერს საზღვარი აქვს. ალიონა ივანცოვამ დამირეკა და მკითხა: თუ შეიძლება, ეს სიმღერა კორპორატიულზე ვიმღეროო და ეს ძალიან სწორი დამოკიდებულება და კოლეგიალობაა. უსპენსკაიას შემთხვევას კი აუცილებლად გავარკვევ. ამას მე, ეკა კვალიაშვილი, ვამბობ და ამის მერე მთელ მსოფლიოში – დაწყებული საქართველოდან და ჩემი კოლეგებიდან, ჩემთან გაარკვევენ, რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ სიმღერის შესრულება. მე ყველა ჩემს სიმღერაზე საავტორო პატენტი მაქვს დაცული და ამის მერე, მე ვიცი…

თუ გაარკვევ ამ ამბავს, როგორ აპირებ დასჯას სამართლებრივი კანონის დაცვით?

– დასჯა, ეს ზედმეტად ხმამაღალი და არაცივილური ნათქვამია, თუმცა, აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას, რა თქმა უნდა, ჩემი უფლებებისა და კანონის ფარგლებში. დიდ პატივს ვცემ ყველა კოლეგას მთელ მსოფლიოში, ვაფასებ მათ შემოქმედებასა და შრომას და რა თქმა უნდა, მათ არჩევანს, რომელიც ჩემს სიმღერაზე შეაჩერეს და ეს არა მხოლოდ უსპენსკაიაა…

წყარო: Tbiliselebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები