ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ “ომიკრონი” დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა და როგორც თავად წერს, “გაათმაგებული ძალებით უბრუნდება სამსახურს”.
“მეგობრებო
ძალიან ბევრნი ხართ ვინც მომიკითხეთ და ბევრი საჩუქარიც კი მივიღე
დიდი მადლობა, ყველას თქვენ
მადლობა მათაც, ვინც არ/ვერ მომიკითხა და მადლობა მათაც, ვინც ძალით მომიკითხა (ასეთებიც არიან )
მათაც მადლობა, ვინც აფრიალა ჩემი პოსტი კოვიდზე, ვისაც არც იუმორი აქვს და არც ტვინს მოუხმო, ვისაც გულში ჩაეცინა და,
შეიძლება , გაუხარდა კიდეც ჩემი ავადმყოფობა. თქვენც მადლობა, ვინც ბევრი მლანძღეთ
ხვალიდან გაათმაგებული ძალებით ვუბრუნდები სამსახურს და ცხოვრებას. სიმართლე გითხრათ, ამ 10 დღეში დავისვენე, ბევრი რამ
გავარკვიე ჩემს თავშიც, გადავხედე ადამიანებსაც და შევეცადე, მაქსიმალურად, სწორად გამომეყენებინა ეს დრო
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და შევხვდებით ხვალ, ოთხშაბათს, როგორც ყოველთვის “იმედზე”, “იმედის დღეში”
მენატრებით ყველაა.
ომიკრონჩო, შენ კი დაგემშვიდობები, სულ კარგად ბრძანდებოდე”,- წერს ეკო ფანგანი.