LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეკონომიკის გაჩერება და ბიზნესის სრული ჩაკეტვა, პირველ რიგში ურტყამს ფასებს და მეტად აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას” – გიგი წერეთელი

82
tsereteli

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და პროდუქციებზე გაზრდილ ფასებს ეხმაურება.
წერეთლის თქმით, ფასების ზრდა გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაგნაციით, რასაც თან ერთვის ლარის გაუფასურება და ქვეყანაში ინვესტიციების მკვეთრი კლება, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა პანდემიის პირობებში.
წერეთელმა აღნიშნა, რომ მთავრობის სუბსიდირების მიუხედავად, არსებული ეკონომიკური კრიზისი და ზოგადად ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ბოლო წლებში იყო ქვეყანაში, პირველ რიგში ურტყამს ფასებს და მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს.

„რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს საქართველოში ამ პერიოდისთვის, არის ძალიან რთული ვითარება ეკონომიკურად, მოსახლეობას ყოველდღე უძვირდება მოხმარების საქონელი, რაც მას აუცილებლად სჭირდება, ყველაზე ელემენტარულიც კი.
ეს, რათქმაუნდა გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკა პრაქტიკულად არის სტაგნაციაში, ჩვენ ვხედავთ ლარის კურსი რა ნიშნულზეა, შესაბამისად, საქართველოში, სადაც ძალიან ცოტა რამ იწარმოება, ყველაფერი შემოდის უცხოეთიდან, არის იმპორტირებული და ეს ყველაფერი მიყვება დოლარის ფასს, ამას დამატებული ის, რომ ძვირდება გაზი, ელექტროენერგია, და ეს თავისთავად, რაც არ უნდა სუბსიდირება მოხდეს, მაინც გაზრდის ტვირთს მოსახლეობისთვის . რათქმაუნდა, ზოგადად ის ეკონომიკური პოლიტიკა რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ქვეყანაში, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, ინვესტიციების მკვეთრი კლება, არამარტო პანდემიის დროს, თუმცა პანდემიის პერიოდში დამატებით ეკონომიკის სრული ჩაკეტვა და ბიზნესის გაჩერება, პირველ რიგში ურტყამს ფასებს, ჩვენი მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს და ძალიან ამძიმებს ცხოვრებას.“-განაცხადა გიგი წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები