LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკვილიბრიუმმა ახალქალაქის ოთხი სოფლის ბიბლიოთეკას წიგნები ჩაუტანა

128
118122712-1267496416926179-633941497288645581-n

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი განაგრძობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, უახლესი ლიტერატურით მომარაგებას.

მოძრაობის დამფუძნებელი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ახალგაზრდებთან შეხვედრებსაც მართავს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრება.

21 აგვისტოს ეკვილიბრიუმი ახალქალაქის ოთხ სოფელს – პირველ და მეორე დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას ეწვია.

 

 

„დღევანდელი ეკვილიბრიუმობა – ახალქალაქის სოფლების ოთხი სკოლა – პირველი და მეორე დილისკა, პტენა და ჩუნჩხა. რვა წელია ასე დავდივართ საქართველოში. 1200 სოფლის კარზე დავაკაკუნეთ და ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. აი, ახალქალაქში კი 43 სოფელი მოვიარეთ და დანარჩენსაც ვეწვევით“,- აცხადებს გიორგი კეკელიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები