LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული სიხარული ძნელად იბადება და ასე დრამატულად, სამაგიეროდ, მერე ლაღდება და თვეებს უძლებს – 1981-ის სიხარულიც ხომ ეგეთი გრძელი გამოდგა და როგორც იქნა, 13 მაისის შემდეგ ახალი თარიღი მოინიშნა“ – გიორგი კეკელიძე

195
გიორგი კეკელიძე

მწერალი და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების იტორიულ გამარჯვებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

„ეგრე მგონია, რომ ასეთ თამაშს არც უნდა ჰყოლოდა ერთი მთავარი გმირი, რომელიც მარტო გადაწყვეტდა ბედს. და როგორც მოხდა, ლოგიკურია

და ძალიან ზუსტი – ქართული სიხარული ძნელად იბადება და ასე დრამატულად, სამაგიეროდ, მერე ლაღდება და თვეებს უძლებს.

საქართველოს ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვებას გულშემატკივართან ერთად ზეიმობს

რაღა თვეებს, შეიძლება წლებს და ათწლეულებსაც. 1981- ის სიხარულიც ხომ ეგეთი გრძელი გამოდგა და როგორც იქნა, 13 მაისის შემდეგ ახალი თარიღი მოინიშნა ჩვენებურ საფეხბურთო ისტორიაში – სხვა ქვეყნისთვის შეიძლება რიგითი და არაფრით გამორჩეული, მაგრამ საქართველოსთვის ბევრის დამტევი და იმედისმომცემი – რომ ხვალ უკვე ჩვეულებად გვექცევა ასეთი საქმე.

და კიდევ – მგონია, რომ, თუ ხარობენ, ყველაზე მეტად ეროსი და კოტე ხარობენ სადღაც და კოტე ამბობს მთელი საიქიოს გასაგონად იმ სიტყვებს თბილისზე და საქართველოზე, აქამდე რომ გვეყო და ექოდ მოგვწვდა.

P.S. მაგრამ თუ მაინც ვინმეს გამორჩევა გვსურს, ცხადია, ეს მამარდაშვილია და რაღაცნაირად, უჩვეულო, თუმცა საიმედო კი არის, რომ მეკარე იქცა ცენტრალურად კაცად ასეთ მატჩში ქართულ ნაკრებში.“ – წერს გიორგი კეკელიძე.

„ვიცოდი, პენალტს სადაც დაარტყამდა…ჩვენ ოცნება ავიხდინეთ და ისტორია დავწერეთ” – გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ეგრე მგონია, რომ ასეთ თამაშს არც უნდა ჰყოლოდა ერთი მთავარი გმირი, რომელიც მარტო გადაწყვეტდა ბედს. და როგორც მოხდა,…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on Tuesday 26 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები