LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელჩის წარმომადგენელი: ომში ელჩის მუშაობის თავისებურებებს ვერ გაგიმხელთ, კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატით

117
BeFunky-collage (4)

საქართველოში უკრაინის საელჩოში, უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხთან დაკავშირებით მიაწოდა მედიას დამატებითი ინფორმაცია.

კომენტარს საელჩოს თარჯიმანი პირდაპირ ეთერში თარგმნიდა.

ანდრეი კასიანოვის თქმით, 1 მარტს უკრაინამ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია და მისივე სიტყვებით, „თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში.“

„თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო 1 მარტს კონსულტაციებზე, ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ, თავის მოვალეობის შესასრულებლად, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში.

უკრაინაში როგორც იცით სამი კვირაა ომში, უკრაინაში საომარი მდგომარეობაა. ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურს და ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის ომის დროს ელჩის მოღვაწეობის თავისებურებებს.

ასევე მინდა ყურადღება მივაქციო შემდეგზე, მიუღებლად მიგვაჩნია გუშინდელი შემთხვევა როცა გადამღები ჯგუფი, უმარკო მანქანით, ლოგოს გარეშე, პაპარაცების სტილში ელოდნენ ელჩის გამოჩენას, როდესაც ის ბრუნდებოდა რეზიდენციაში.

ამ დროს ჟურნალისტმა სცადა კითხვების დასმა. ჩვენ პატივს ვცემთ მედიას და გახსნილები ვართ საუბრისთვის და მიმართეთ ჩვენი მედიასთან ურთიერთობის სამსახურს.“ – განაცხადა ელჩის წარმომადგენელმა.

ამასთან, კასიანოვი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ყოველწლიურ მოხსენებას გამოეხმაურა და მას მადლობას გადაუხადა.

13 რამ რაც პრეზიდენტის გამოსვლიდან დაგვამახსოვრდა – რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში

პრეზიდენტი: რუსულ აგრესიასთან თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას იწვევს, საქართველო იდგა და დგას უკრაინის გვერდით

„სადღეგრძელოები“ შინაარსიანი გამოსვლის წინააღმდეგ – როგორ აფასებენ საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია პრეზიდენტის მოხსენებას

„მადლობელი ვართ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც მან პარლამენტის ტრიბუნიდან გამოხატა, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში [პრეზიდენტის] გამოსვლის რეაქციებს პოლიტიკურ ჭრილში და საზოგადოებრივ წრეებში და მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

magti 5g