„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში უკვე მეცხრე დღეა, შიმშილობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მიიღო გადაწყვეტილება გადასხმები გაეკეთებინა.
„მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია ჩემი ჯანმრთელობის შესახებ.
ნიუსებში ფრაზა ‘სასიცოცხლო პარამეტრენი დაბალ ზღვარზეა’ საშინლად ჟღერს და არ მინდა ინერვიულოთ.
თავს ვგრძნობ აბსოლუტურად ნორმალურად, ცხადია სისუსტე შემომემატა. ყველა გულის წასვლის ეპიზოდი უკავშირდებოდა სკამიდან ჩქარა ადგომას. ნელა როცა ვდგები გადასარევად ვარ.
ანალიზებმა აჩვენა რამდენიმე ცვლილება, რაც უკავშირდება თირკმელს და რაღაც ნევროლოგიურს. ეს პარამეტრები დაბალ ზღვარზეა. ამიტომ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმთან ვახტანგ კალოიანთან (ოქრო და ბრილიანტი) კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება გადასხმასთან დაკავშირებით.
ვისხამ მხოლოდ იმას და მხოლოდ იმდენს, რაც ამარიდებს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას და არა იმას, რაც კომფორტს შემიქმნის.
გთხოვთ, არ ინერვიულოთ, სიცოცხლის პარამეტრებს ვაკონტროლებთ.
განწყობა მაქვს აბსოლუტურად მშვიდი და მტკიცე.
როგორც ვთქვი ვიბრძოლებ ბოლომდე.
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში“. – წერს სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარიას დედა: მაქვს სურვილი, მაგრამ ვერ ვეუბნები, შეწყვიტოს შიმშილობა
ელენე ხოშტარიას მამა: “დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან… “