LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: მინდა აფხაზებს მივმართო: არ ჩაჰყვეთ ოკუპანტს ისტორიულ სანაგვეზე

53
ელენე ხოშტარია

„მოგმართავთ, მიიღეთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არ ჩაჰყვეთ ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც ის ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებულ სამხედრო გაწვევას გამოეხმაურა და აფხაზებს მიმართა.

ხოშტარიას შეფასებით, რუსეთში მიმდინარე მობილიზაციის ფონზე ჩნდება საგანგაშო ეჭვი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები „ამ დანაშაულებრივ ომში უკრაინაში საზარბაზნე ხორცად იქნებიან გამოყენებულნი.“

„ვალდებულად ვთვლი თავს, რომ მივმართოთ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს:

პირველი: საოკუპაციო რეჟიმი არის საერთაშორისო სამართლებრივად პასუხისმგებელი იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მათ ეს უფლება დაუსჯელად დავუტოვოთ. მათ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევაზე და სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ.

მეორე: მე მინდა აფხაზებს მივმართო, რომლებიც დღეს ამ საფრთხის წინაშე არიან. დღეს რუსეთი არის კატასტროფული სამხედრო, პოლიტიკური, ისტორიული, მორალური კრახის წინაშე. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და რუსეთი პოლიტიკურ და ისტორიულ სანაგვეზე დარჩება.

ეს იქნება დანგრეული ქვეყანა და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ოკუპირებული ქვეყნის ნაწილი ამ ნანგრევებში არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ვერ ვაკონტროლებთ იქ სიტუაციას, მაგრამ მოგმართავთ, მიიღეთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არ ჩაჰყვეთ ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე.

მესამე: მე მინდა ასევე მათ მივმართო, რომ არ წავიდნენ საზარბაზნე ხორცად. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ადამიანები საქართველოში მივიღოთ და მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ ყველანაირ უფლებაზე ვიზრუნოთ.“– განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო – ბჟანიამ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები