LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო – ბჟანიამ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა

46
Untitled design (1)

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში აფხაზეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას „აპსნიპრესი“ ავრცელებს. 

განკარგულების მიხედვით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ არიან.

ამავე განკარგულებით, იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

მედიის ცნობით, აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს, ასევე სოხუმისა და სხვა რაიონების ადმინისტრაციებს დაევალათ, გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები უზრუნველყონ.

შეგახსენებთ, რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა პუტინმა 21 სექტემბერს მოაწერა.

მოგვიანებით, 27 სექტემბერს, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები