LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონი: ჩვენ ვნახეთ ბარბაროსობის კვალი, უკრაინამ უნდა შეძლოს გამარჯვება

90
ემანუელ მაკრონი

„უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, მან უნდა შეძლოს გამარჯვება“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში, ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი ნახეს.

„ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე უკრაინელების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს კიევისკენ მიმავალი რუსული არმია. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება“, – წერს მაკრონი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინას სტუმრობენ.

რა განცხადებები გააკეთეს კიევში ჩასულმა მაკრონმა და შოლცმა: მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g