საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს ქალაქ ვენდომში, საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები აქციაზე ქვაბებით და ტაფებით დახვდნენ.
საფრანგეთის მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ ეთანხმება მაკრონის მთავრობის გეგმას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე იზრდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონულმა ხელისუფლებამ მაკრონის ვიზიტის წინ საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების გამართვა აკრძალა.