LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილი ბლანტისა და Backstreet Boys-ის დუეტი სიმღერაზე I Want It That Way (ვიდეო)

blunt

ცოტა ხნის წინ ჯგუფი Backstreet Boys ელენ დეჯენერესის შოუს სტუმრობდა. ბიჭები სცენაზე მაშინ გამოვიდნენ, როდესაც მსახიობი ემილი ბლანტი „მერი პოპინსის“ შესახებ გადაღებულ ახალ ფილმზე საუბრობდა. მოულოდნელად მას წამყვანმა Backstreet Boys-ის ცნობილი ჰიტის შესრულება სთხოვა და სტუდიაში ბიჭები მოიხმო. სიურპრიზით გაოგნებულმა ბლანტმა სიმღერა I Want It That Way ცოცხლად შეასრულა. მოგვიანებით 90-იანი წლების ყველაზე პოპულარულმა ბოიბენდმა ახალი ჰიტი Don’t Go Breaking My Heart შეასრულა, რომელიც წელს „გრემიზეა“ წარდგენილი.

„ბოიბენდი Backstreet Boys ფორმაში დგება და ძველ დიდებას იბრუნებს”, – ამ სახელწოდებით სტატიებს დღეს უკვე წამყვანი მედია გამოცემა ავრცელებს, რადგან მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადმა ბოიბენდმა ხაგრძლივი პაუზის შემდეგ, ტრიუმფალური დაბრუნება გადაწყვიტა.

ახალ ალბომზე მუშაობის პროცესში ბიჭებმა უკვე გამოუშვეს ახალი სიმღერები Chances და Don’t Go Breaking My Heart. ეს უკანასკნელი ჯგუფისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ჯგუფი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს, „გრემის“ ნომინანტი გახდა. Backstreet Boys-ს აქვს შანსი წლის საუკეთესო პოპ ჯგუფის ნომინაციაში გაიმარჯვოს, რაც კოლექტივის 25 წლიანი ისტორიის მანძილზე დიდი მოვლენაა. ჯგუფის ახალი ალბომის სახელწოდებაა DNA და ის გაყიდვაში 25 იანვარს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები