„ენერგოატომის“ მტკიცებით, უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის რისკი არსებობს.
„პერიოდული დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება, მაღალია ხანძრის საშიშროებაც. ელექტროსადგური მუშაობს რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით”, – ნათქვამია ოპერატორის განცხადებაში.