LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდვითარების გაუარესების გამო, ავიაკომპანიამ ბათუმისკენ ფრენები შეაჩერა

229
air-manas-boeing-737-400-678x381

ყირგიზულმა ავიაკომპანია Air Manas-მა ბიშკეკიბათუმიბიშკეკი მიმართულებაზე ფრენები შეაჩერა. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ბიშკეკსა და ბათუმს შორის ფრენების შეჩერების მიზეზად ყირგიზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავება სახელდება.

აღსანიშნავია, რომ Air Manas-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები 18 ივლისიდან დაიწყო. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული რეისები 1-ელ ნოემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა) უნდა განეხორციელებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები