მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი – მედიკოსები აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან მივიდნენ დასკვნამდე, რომ სოციალური და ფინანსური მდგომარეობა დაკავშირებულია სიმსივნის განვითარებასთან. უფრო კონკრეტულად, კანის ერთ-ერთი ყველაზე საშიშ სიმსივნეს, მელანომას მეცნიერებმა „მდიდარი ადამიანების დაავადება“ უწოდეს.

დასკვნები დასავლელმა მკვლევარებმა ჟურნალ MIGnews-ში გამოაქვეყნეს. სამეცნიერო კვლევის ფარგლებში მათ გააანალიზეს 15-დან 39 წლამდე სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების ავადმყოფობის ისტორიები.

სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ „აღმოვაჩინეთ, რომ ახალგაზრდა, ფინანსურად უზრუნველყოფილ ბრიტანელებსა და ამერიკელებს უფრო ხშირად აქვთ მელანომა,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები.

უფრო კონკრეტულად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალების ამ ჯგუფის წარმომადგენლებს 70%-ით მეტი აქვთ შანსი, დაავადნენ მელანომით, ვიდრე მათ ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილ თანატოლებს.

„ასეთი კოლოსალური რისკი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ფინანსურად შეძლებული ახალგაზრდა ქალები პლაჟებზე და სოლარიუმებში მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ნაკლებად შეძლებულები,“ – ამბობენ ექიმები.

მსგავსი თემები