2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (26.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 10 077.0 მლნ. აშშ დოლარი (25.1 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს 5 834.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები