LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექვსი წლის ბავშვს, ცხოვრების გეგმა უკვე მზად  აქვს“- ფსიქოლოგ ერიკ ბერნის ათი ციტატა

840
680x374_1_815c0186dd04817ae48e7aa8c37fd31e@690x380_0x0a330c2b_8565621811535964881

ფსერიკ ბერნი – სცენარული პროგრამირების და თამაშების თეორიის ცნობილი კონცეფციის ავტორი დარწმუნებულია, რომ ადამიანის ცხოვრება ხუთ წლამდე ყალიბდება, მერე კი, სწორედ ბავშვობაში „დაწერილ“ სცენარს მიჰყვება.

გთავაზობთ არაჩვეულებრივი ფსიქოლოგის ციტატებად ქცეულ მოსაზრებებს ბავშვის პიროვნებად ფორმირებაზე.

სცენარი – ეტაპობრივად განვითარებადი ცხოვრებისეული გეგმაა, რომელიც ადრეულ ბავშვობაში, მეტწილად მშობლების გავლენით ყალიბდება. სწორედ ეს ფსიქოლოგიური იმპულსი უბიძგებს ადამიანს წინსვლისკენ ბედისწერის შესახვედრად, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა და თავისუფალი არჩევანისა.

ორ წლამდე ბავშვის ქცევას და აზროვნებას დედა აყალიბებს, რომელიც ერთგავრ საწყისს კარკასს ქმნის ძირითადი სცენარის ე.წ. „ჩვევების პროტოკოლისთვის“ და განსაზღვრავს მის ხასიათს.

ექვსი წლის ასაკში ბავშვის ცხოვრების გეგმა უკვე მზადაა, რაც კარგად იცოდნენ შუასაუკუნეების აღმზრდელებმა და მოძღვრებმა, რომლებიც ექვს წლამდე იბარებდნენ ბავშვებს აღსაზრდელად. სხვათაშორის, კარგ მასწავლებელს წინასწარ შეუძლია განსაზღვრა რამდენად ბედნიერი და წარმატებული იქნება ბავშვი ზრდასრულ ასაკში.

ჩვეულებრივ, მომავლის გეგმა ოჯახური ინსტრუქციის მიხედვით იქმნება, რომლის უმთავრეს დეტალებს ბავშვი ადრეულ ასაკში ახმოვანებს, როცა გაუცნობიერებლად ჰყვება მშობლებსა და მათ დამოკიდებულებაზე ცხოვრების, ზოგადად სამყაროს მიმართ.

ბავშვის ცხოვრების გეგმას მშობლის პირდაპირი და ირიბი მითითება განსაზღვრავს, რადგან სწორედ მითითება ახდენს გავლენას მის ცნობიერებაზე და აყალიბებს მის ხასიათს. მშობლის ნებისმიერ სურვილს ბავშვი აუცილებლად შესასრულებელ მოთხოვნად აღიქვამს და სწორედ ასეთად რჩება მთელი ცხოვრება თუ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი  დრამატული (ან ტრაგიგული) შემთხვევა არ მოხდა, რადგან მხოლოდ სერიოზულ ემოციურ გარდატეხას შეუძლია ბავშვის ამგვარი „მორჩილებისგან“ განთავისუფლება.

სხვათაშორის, ადამიანის ბედს არა მოწიფულ ასაკში მოფიქრებული და კარგად გააზრებული გეგმა, არამედ ბავშვობაში მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს, ამიტომ ხშირად რეალობა რადიკალურად განსხვავდება მისი სურვილებისგან – მას, ვისაც ქონების დაგროვება უნდა, მუდმივად კარგავს ფინანსებს,  ის კი, ვინც სიყვარულს ეძებს, ახლობლებსაც თავს აძულებს.

მართალია, ცხოვრების სცენარს მშობლები „წერენ“ თუმცა, მანამდე არ ამუშავდება, სანამ ბავშვი თვითონ არ მიიღებს, რასაც ხშირად აბსოლუტურად მოულოდნელად და გაუაზრებლად აკეთებს და მხოლოდ ერთი ფრაზით, „როცა გავიზრდები მეც დედას (ან მამას) დავემსგავსები“ ადასტურებს.

როგორც წესი, პროგრამირება ნეგატიური ფორმით ხორციელდება, რადგან მშობლები ყოველთვის აკრძალვებით ზღუდავენ ბავშვს, რაც მას გარემოსთან ადაპტირებაში უშლის ხელს, მაშინ როცა საკუთარი სურვილით მოქმედების უფლება, ბავშვში თავისუფალი არჩევანის უნარს ავითარებს.

უფლების მიცემა არ ნიშნავს თავნებობას, რადგან ბავშვისთვის უმთავრესი სიყვარულის, საკუთარი თავის შეცვლის, პრობლემების დამოუკიდებლად დაძლევის უფლების მოპოვებაა. ბავშვი, რომელიც მუდმივად აკრძალვებით იზღუდებოდა, ვერასდროს გაიზრდება წარმატებულ ადამიანად, რადგან მუდმივად სხვის ნებაზე იქნება დამოკიდებული.

ხაზგასასმელია, რომ ხასიათის თავისებურებები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი მშობლის დამოკიდებულებაა ბავშვის მიმართ და მისი ნება – რა თვისებების განვითარების უფლებას მისცემს საკუთარ შვილს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები