LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე ადამიანი, სულ ჩქარობს, დროის მოგებას ცდილობს, თუმცა არასდროს იცის, რა უყოს მოგებულ დროს – ერიჰ ფრომის ცნობილი გამონათქვამები

6348
ერიჰ ფრომი

ერიჰ ფრომი – მე-20 საუკუნის გავლენიანმა სოციოლოგმა, ფილოსოფოსმა და ფსიქოლოგმა, რომელიც ნეოფროიდიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, მთელი ცხოვრება ადამიანის ქვეცნობიერის შესწავლას მიუძღვნა. მისი ნაშრომები ფსიქოანალიზზე, რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილია „სიყვარულის ხელოვნება“, „ქონა თუ ყოფნა?“ და „თავისუფლებიდან გაქცევა“, დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.

fortuna.ge გთავაზობთ ერიჰ ფრომის ცნობილ გამონათქვამებს:

*სიყვარული მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, როცა ის გიყვარს, ვისი გამოყენებაც საკუთარი მიზნებისთვის არ გჭირდება.

*ის, ვისაც ცოდნა აქვს, თუმცა არასდროს ყვირის ხმამაღლა, სხვებზე ღირსეულია, ის კი, ვისაც ცოდნა არ აქვს, თუმცა სულ საკუთარ ინტელექტზე ყვირის – უბრალოდ ავადაა.

*  თანამედროვე ადამიანი, სულ ჩქარობს, დროის მოგებას ცდილობს, თუმცა არასდროს იცის, რა უყოს მოგებულ დროს.

*  როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მხოლოდ მას შეუძლია გულწრფელი სიყვარული, ვისაც   მარტო დარჩენის არ ეშინია.

*  ადამიანს მუდმივად სჭირდება ცხოვრების, გრძნობების დრამატიზირება, რადგან სხვა შემთხვევაში, ნგრევის დრამას გამოუგონებს საკუთარ თავს.

*  სიყვარულს ერთი უცნაურობა ახასიათებს – ორი ადამიანი ერთ მთლიანობაში ერთიანდება და მაინც ორი რჩება.

*  ეგოიზმი – სინამდვილეში საკუთარი თავით მუდმივი უკმაყოფილებაა, რადგან მხოლოდ ის შფოთავს საკუთარ თავზე, ვისაც სიყვარული არ შეუძლია.

*  ბავშვის ხასიათი – მშობლების ხასიათის ანარეკლია, რადგან სწორედ მათი ქცევის საპასუხოდ ვითარდება.

*  ადამიანს შეუძლია ითამაშოს რამდენიმე როლი და დაიჯეროს, რომ ყველა მისი ნაწილია. სინამდვილეში, ადამიანი ნებისმიერ როლს იმის გათვალისწინებით ირგებს, რასაც მისგან გარშემომყოფები ელიან და ვერც ხვდება, რომ ნამდვილ „მე“-ს ახრჩობს ფსევდოპიროვნებით.

*  მზრუნველობა და პასუხისმგებლობა – სიყვარულის მთავარი შემადგენელი ელემენტებია, მაგრამ პატივისცემის და საყვარელი ადამიანით მუდმივად დაინტერესების გარეშე, სიყვარული მესაკუთრეობას ემსგავსება.

*  უწიფარი სიყვარული ამბობს: „მიყვარხარ, იმიტომ, რომ მჭირდები“, მოწიფული სიყვარული ამბობს: „მჭირდები და ამიტომ მიყვარხარ“.

*  არჩევანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მოჩვენებითია, სინამდვილეში ადამიანი კარგ და ცუდ ცხოვრებას შორის აკეთებს არჩევანს.

*  ადამიანი ნაწილობრივ ისაა, რასაც თვითონ შთააგონებს საკუთარ თავს და ნაწილობრივ ის, რასაც სხვა შთააგონებს მას საკუთარ თავზე.

*  სიკვდილი საშინელებაა, მაგრამ მოკვდე ისე, რომ ცხოვრება ვერ მოასწრო – ნამდვილი ტრაგედია.

*  ადამიანი საკუთარი ხელით ქმნის რობოტებს, რომლებიც ადამიანებივით იქცევიან, მაშინ როცა, ადამიანები საკუთარი ნებით ხდებიან რობოტები.

*  ურთიერთობის დანგრევა – უკანასკნელი თავგანწირული მცდელობაა, არ მისცე ურთიერთობას უფლება თვითონ დაგანგრიოს.

*  ავადმყოფობა სხვა არაფერია, თუ არა სურვილი იმისა, რისი სურვილის უფლება არ გაქვს.

*  ადამიანების უმრავლესობისთვის ბედნიერება – კმაყოფილებაა, რომ სხვაზე მეტი აქვს.

*  ყოველი ახალი ნაბიჯი თავისუფლად შეიძლება დასრულდეს მარცხით. სწორედ ამიტომ ეშინიათ ადამიანებს საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხიმგებლობის აღება.

*  თანამედროვე საზოგადოება – ქრონიკულად უბედური, დამოკიდებული და შეურაცხყოფილი ადამიანების თავყრილობაა, რომლებიც მარტოობით და შიშებით იტანჯებიან, თვითგანადგურებისკენ არიან მიდრეკილი და მხოლოდ იმით ხარობენ, რომ სხვა მათზე უარესადაა.