LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი უნდა დისტანცირდეს პოლიტიკისგან, მათ შორის მმართველი ძალის ზეწოლისგან: გიორგი კეპულაძე

172
20190214193428

„მთავარი, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გაიაზროს და გააკეთოს არის ის, რომ მაქსიმალურად დისტანცირდეს პოლიტიკისგან, მათ შორის მმართველი ძალის პოლიტიკოსების ზეწოლისგან და იმოქმედოს დამოუკიდებლად“,-ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, სებ-ი არ უნდა აყვეს „პოპულისტურ“ კრიტიკას პოლიტიკოსების მხრიდან.

კითხვაზე – ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა და როგორ ესახება მისი მუშაობის პრინციპი კეპულაძე ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა სებ-მა დედოლარიზაციისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები.

„ეროვნული ბანკი არ უნდა გაყვეს პოლიტიკურ კონიუნქტურას. მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული.

შესაძლებელია ერთ-ერთ ვერსიად განვიხილოთ 200 000 ლარამდე სესხებზე შეზღუდვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოიხსნას და დარჩეს 100 000 ლარამდე, რადგანაც 200 000 ლარამდე სესხები უცხოულ ვალუტაში არ გადის და ბანკებს აქვს მაღალი ლიკვიდობა უცხოური ვალუტის და ამან ერთგვარად შესაძლებელია წაახალისოს დაბალ პროცენტიანი სესხები უცხოურ ვალუტაში. თუმცა არსებობს რისკები, ვალუტის გაუფასურება.

მაგალითად, 2012 წელს, პირი, რომელიც დოლარში აიღებდა სესხს, დღეს გადაიხდიდა 100%-ით მეტს, ეს რისკის შემცვლელია, ამიტომ ის დედოლარიზაციის პოლიტიკა, რასაც აწარმოებს სებ-ი, გარკვეულწილად აფერხებს სესხების ზრდას, თუმცა ეს არის ერთგვარი დაზღვევა რისკებისა, როდესაც საქმე ეხება სავალუტო რისკს.

დღეს 64 000 ფიზიკურ პირს აქვს სესხი უცხოურ ვალუტაში და ისინი არიან სავალუტო რისკის ქვეშ, ამიტომ დედოლარიზაციისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი და არა ის პოპულისტური კრიტიკა, რაც ისმის პოლიტიკოსების მხრიდან“,-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ წარდგენილი 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას, კეპულაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, სებ-მა ბოლო ერთ წელიწადში, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე წარმატებულად გაართვა თავი.

“ის, რომ საბანკო კრიზისი არ შეიქმნა არც სესხების, არც ანაბრების გაცემის და ზოგადად ლიკვიდობის პრობლემა ეკონომიკაში, ამაში ეროვნული ბანკის დამსახურებაა და ამას აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც”,- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები