LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ლარის გამყარება პარადოქსი არ არის

106
კობა-გვენეტაძე-1

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის ბოლოდროინდელ გამყარებასთან დაკავშირებით საუბრობს.

„მოვისმინე, რომ ლარის კურსი მოთხოვნის შემცირების გამო მყარდებაო, ეს აბსოლუტურად არალოგიკურია, არ შეიძლება ეკონომიკაში ყველაფერი ცუდად იყოს და კურსი მყარდებოდეს“,- ამბობს კობა გვენეტაძე.

მისივე განმარტებით, ის, რომ ბოლო პერიოდში ლარი მყარდება პარადოქსი არ არის. გვენეტაძის თქმით, პანდემიასთან ქვეყნის წარმატებულმა გამკლავებამ დადებითი მოლოდინები წარმოქმნა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პარადოქსი. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია მოკლევადიანი ცვლილებების ახსნა და მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, ეროვნული ბანკები არ აკეთებენ ასეთ განმარტებას და პროგნოზებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს, რომელიც გამოიწვია იმან, რომ COVID-19-თან გამკლავება მოხდა ძალიან კარგად, უკვე ქმნის დადებით მოლოდინებს. არის მოლოდინი, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდება, სამუშაო ადგილები ისევ იქნება, ტურისტები ისევ იქნებიან და ეს იწვევს ამ დადებით მოლოდინებს,“-განმარტა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები