ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა ევროპის ღია პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
გამარჯვების შემდეგ, ბექაურმა საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე გულშემატკივარებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“პირველ რიგში მადლობა უფალს!❤️ჩემს გულშემატკივარს მინდა მოგეფეროთ ყველას, ჩემს კეთილის მსურველს, ყოველი ქართული ჰიმნი ვფიქრობ ჩვენთვის დიდი გამარჯვება და შეხსენებაა იმისა, რომ ერთ პატარა ქვეყანაში ყველაზე მაგარი ხალხი ცხოვრობს
გპირდებით კიდევ ერთხელ, რომ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ავაჟღერებ ქართულს, ჩვენი პატარა ერის და ულამაზესი ქვეყნის უმაღლეს მწვერვალზე წარმოსაჩენად!!!❤️”, – წერს ლაშა ბექაური.