LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ან ორი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის პარლამენტში შესვლა ვერ მოახდენს ამ ცრუ პროცესის ლეგიტიმაციას: საბა ბუაძე

81
1

“ერთი ან ორი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის პარლამენტში შესვლა ვერ მოახდენს ამ ცრუ პროცესის ლეგიტიმაციას. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ადამიანი გაემიჯნა საკუთარ პარტიას და პარლამენტში შევიდა. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ასეთად წარმოუდგენია მისთვის მისაღები და კომფორტული ოპოზიცია.” – ასე ეხმიანება პარტია “ლელოს” წევრი საბა ბუაძე ოთხი დეპუტატის – დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიას, ავთანდილ ენუქიძისა და გელა მიქაძის პარლამენტში შესვლის ფაქტს.

“არავის ვეკითხები, როგორ მოვიქცე” – ცნობილია, ვინ შედის ოპოზიციიდან პირველი პარლამენტში

არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე – კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესს ვერ შეცვლის და მხოლოდ იმ ადამიანების დელეგიტიმაციას მოახდენს, ვინც პარლამენტში შედის:

“ამით მოხდა როგორც „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია, ასევე პარლამენტში შემსვლელთა რეალური განზრახვის წარმოჩენა. ბუნებრივია, ეს პოლიტიკურ პროცესს ვერ შეცვლის, ეს მხოლოდ იმ ადამიანების დელეგიტიმაციას მოახდენს, ვინც პარლამენტში შედის. პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც უნდა შედგეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შედეგად. მხოლოდ ამას შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

პარლამენტი სრულფასოვანი და ლეგიტიმური იქნება მაშინ, როდესაც ის შეიკრიბება არა გაყალბებული არჩევნების შედეგებზე დაფუძნებით, არამედ სამართლიანი არჩევნების შედეგად. ამას წინ უნდა უძღოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსი ყველა მხარის მონაწილეობით.” – განაცხადა ბუაძემ.

“ხელისუფლებასთან გარიგება არ ყოფილა” – პარლამენტში შესული 4 ოპოზიციონერი დეპუტატი ახალ პარტიას აფუძნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები