LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი დედა ათას კაცს უდრის, არ გავჩერდებით, მივდივართ წინ, სანამ წამალი არ იქნება“ – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი

159
ქეთევან ბეგიაშვილი - _პუბლიკის_ ფოტოააა!

დღეს, 19 საათზე აქონდროპლაზიის წამლის შემოტანის მოთხოვნით აქცია ისევ გაიმართება.

„უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, აქაც ცდილობენ, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები წინ დაიყენონ “ – პრემიერმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციას პოლიტიკური კამპანია უწოდა

აღნიშნულთან დაკავშირებით აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელმა, ქეთევან ბეგიაშვილი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პროტესტი მანამ არ შეწყდება, სანამ ქვეყანაში ამ დიაგნოზისთვის  სამკურნალო მედიკამენტი არ შემოვა:

„კიდევ ბევრი უნდა მოვიდეს.. ამ ხალხს [ხელისუფლებაში] მარტო ბევრი ხალხის ეშინია, მაგრამ მინდა იცოდეთ, ერთი დედა ათას კაცს უდრის, არ გავჩერდებით, მივდივართ წინ, სანამ წამალი არ იქნება.“ – განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.

ვიდეო: „აბღავებული დედები გვნახა დომენიკ მანგომ და დამირეკა, მე ამ თანხას ვიშოვიო… ვუთხარი – არა! დაფინანსება მხოლოდ სახელმწიფოსგან გვჭირდება – შეგროვებულ თანხას გადავცემთ აქონდროპლაზიით დაავადებული ბარბარეს უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს“ – ქეთევან ბეგიაშვილი

ფოტო: „პუბლიკა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები