LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ნაბიჯი პუტინამდე: რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერს კორონავირუსი დაუდგინეს

104
5737607 20.12.2018 20 декабря 2018. Заместитель руководителя администрации президента РФ - пресс-секретарь президента РФ Дмитрий Песков во время ежегодной большой пресс-конференции президента РФ Владимира Путина в Центре международной торговли на Красной Пресне. Алексей Дружинин / РИА Новости

დმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსულ მედიას ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერმა თავად განუცხადა.

“დიახ მე ავად ვარ, ვმკურნალობ” – უთხრა ჟურნალისტებს ჩინოვნიკმა.

კრემლის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ის საავადმყოფოში იმყოფება. 

პესკოვი ხელისუფლების პირველი წარმომადგენელი არაა, ვისაც რუსეთში კორონავირუსი დაუდასტურდა. 30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი დაავადდა.

ბოლო, 12 მაისის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232 243-ს მიაღწია, აქედან 10 899 შემთხვევა ახალია. ამრიგად, რუსეთმა მსოფლიოში ამ მაჩვენებლით ესპანეთს “გადაასწრო” და აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მეორე ადგილზეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები