LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მეორე ადგილზეა

103
thumbs-b-c-aaaddb62a95e37936024e5d7557de3c9

მსიფლიოს მასშტაბით “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთმა ესპანეთს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა.

ამის შესახებ მონაცემებს worldometer აქვეყნებს. უახლესი ინფორმაციით, რუსეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 10 899 შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა დაოდენობა 232 243-ს მიაღწია.

ასევე ქვეყანაში 24 საათში, მექსიკის შემდეგ, კორონავირუსით ყველაზე მეტი, 107 ადამიანის გარდაცვალება დაფიქსრიდა. მთლიანობაში კი რუსეთში “კოვიდ 19”-მა უკვე 2 116 ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველი ადგილი აშშ-ს უჭირავს, სადაც 1 385 834 შემთხვევა ფიქსირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები