LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი წამით შორიდან შეხედეთ ჩვენს „ღვთით კურთხეულ“, „ღვთისმშობლის წილხვედრ“ ქვეყანას – კანიბალები და უღმერთოები ვჩანვართ: გიორგი სუხიტაშვილი

417
სუხიტაშვილი

გორში, ბრიტანეთის მოქალაქე 28 წლის თომას კენედის მკვლელობის ფაქტს, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც სუხიტაშვილი წერს, საქართველო „კანიბალების და უღმერთოების ქვეყანას“ დაემსგავსა.

„ჩემს სამშობლოში ჩემს საყვარელ გორში 28 წლის ბრიტანელი მუსიკოსი მოკლეს…

რას დავემსგავსეთ! საით მივდივართ?! ვიღაცეები გამოვლენ და იტყვიან შენ რა იცი იქ რა მოხდაო… სულ ასეა იქ რაღაც ხდება და მერე ვკლავთ!!! ვიღაცისთვის სულ რაღაცაა მიზეზი!

ერთი წამით შორიდან შეხედეთ ჩვენს „ღვთით კურთხეულ“, „ღვთისმშობლის წილხვედრ“, „მადლიან და კეთილ“ ქვეყანას.

იცით როგორს გვხედავენ?

ადრე სასურველი, სტუმრის მოყვარული, ლაღი, ფერადი, საინტერესო და ღიმილიანი ქვეყანა დაემსგავსა ტომს რომელიც უცხოს ქვაბში ჩასვამს და მის გარშემო ჩვენს მრავალ ხმიან სიმღერებს და უნიკალურ ცეკვებს ვასრულებთ, ხო აი ასეთები ვჩანვართ კანიბალები და უღმერთოები!!!“, – წერს გიორგი სუხიტაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები