LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი წლის წინ, ოპოზიციურ გაერთიანებაში ევროპელი პარტნიორების მიმართ, წარმოუდგენელი ლანძღვა-გინება ისმოდა: კახა კუჭავა ხათუნა სამნიძეს მიმართავს

106
BeFunky-collage (16)

ერთი წლის წინ, ოპოზიციურ გაერთიანებაში ევროპელი პარტნიორების მიმართ წარმოუდგენელი ლანძღვა-გინება ისმოდა, – ამის შესახებ კახა კუჭავამ ოპოზიციონერ დეპუტატს ხათუნა სამნიძეს უპასუხა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადების შეფასება სთხოვა.

კახა კუჭავას განცხადებით, მაშინ ხათუნა სამნიძე ოპოზიციური გაერთიანების წევრი იყო, მაგრამ პროტესტი მისგან არ მოუსმენია.

მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, “მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო მთავარი პრინციპი იქნება – ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები