LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა: სალომე ზურაბიშვილმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა

352
52895336-2343595115927459-4900086909075718144-o

საქართველოს პრეზიდენტმა საშობაო შეწყალების აქტი გამოსცა, რომელიც საგანგებო ბრიფინგზე პირადად წაიკითხა და განმარტა ყველა ის არგუმენტი, რითაც იხელმძღვანელა. სალომე ზურაბიშვილის აზრით, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, უნდა შენარჩუნდეს ერთიანობა და სიმშვიდე, დაძლეულ იქნას სიძულვილი, ამიტომ მისი მთავარი მიზანი 2020 წლისთვის იქნება დეესკალაცია. პრეზიდენტის განმარტებით, შარშან გამოცემულმა შეწყალების აქტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რამაც განაპირობა პროცესის დროებით შეჩერება. დღეს კი არსებული მდგომარეობა განსხვავებულია. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მან იხელმძღვანელა საერთაშორისო პრაქტიკით და კონსულტაციები გაიარა შესაბამის უწყებებთან.

“ხაზგასმით მინდა ვთქვა, რაც ერთი წლის წინ ვთქვი, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებშია, ისე შეწყალებას უნდა ქონდეს გამონაკლისი ხასიათი. ჩემი ეს გადაწყვეტილება ყველა გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული. შეწყალებულია 5 ადამიანი. ეს არის პირადად ჩემი პასუხისმგებლობა. საქმის პოლიტიზირებამ, პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების მიერ წინა დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა, ადვოკატის არგუმენტებმა, სინოდის განკარგულებამ და სხვა მნიშვნელოვანმა წინაპირობამ, მომცა შესაძლებლობა მიმეღო აღნიშნული გადაწყვეტილება.  შეწყალება ეფუძნება სამართლიანობის პრინციპს. საქართველოს მოსახლეობა გიორგი მამალაძის შეწყალებას ვერ გაიგებდა, ვინაიდან იგივე დანაშაულით სხვა მსჯავრდებულებიც იხდიან სასჯელს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქო და სახელმწიფო განუყოფელია და ეკლესიაზე შეტევა ნიშნავს ქვეყანაზე შეტევას, ეს კი გამოიწვევს სახელმწიფოს შესუსტებას.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ვერც ამჯერად მოხვდა მამა გიორგი მამალაძე, რომლის გათავისუფლებას გლდანის ციხესთან ელოდებოდა მისი ოჯახი. მამა გიორგის ძმა – თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული შეწყალების აქტი წინა დღეებში პატრიარქთან შეთანხმებული გადაწყვეტილებაა და კათოლიკოს პატრიარქისა და სალომე ზურაბიშვილის საქციელს “ერთობლივი სპექტაკლი” და “ფარსი” უწოდა. მსჯავრდებული მამალაძის ძმა ვარაუდობს, რომ შეწყალებულთა სიაში მამა გიორგის სახელი პატრიარქის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა და ციხეშიც სწორედ მისი მოთხოვნით იხდის სასჯელს იმ ბრალდებისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g