LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ჩვენი მეორედ დაბადება – ზაზა გახელაძის მეუღლე

146
coli

ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ მეუღლის დღეს გათავისუფლებას არ ელოდებოდა. მისივე თქმით, დღვანდელი დღე ოჯახისთვის მეორედ დაბადების ტოლფასია.

ირმა ბუთხუზმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მათ გვერდით დაუდგა.

„ეს არის ჩვენი მეორედ დაბადება. მინდა, ყველას, მადლობა გითხრათ, დაწყებული პრეზიდენტიდან, პრემიერ-მინისტრს, ყველა სასულიერო პირს, რომელიც ჩართული იყო ჩვენს საქმეში. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ანთაძეს, რომელიც დღემდე დაუღალავად მუშაობდა, ჟურნალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩვენი გვერდით დგომა გამოხატა.

გათავისუფლებას დღეს არ ველოდებოდით. დღეს წითელმა ჯვარმა „სკაიპის“ საშუალებით დაგვალაპარაკა. ზაზასთვის ეს ალბათ მოულოდნელი იყო. რომ დაველაპარაკე, მან გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდა, ჩვეულებრივად მოგვიკითხა. ერთმანეთს ვუთხარით, რომ ღმერთის იმედით, მალე მომხდარიყო შეხვედრა. არ გვეგონა, ასე მალე თუ ახდებოდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ ”მესაზღვრეებისთვის” ცეცხლის გახსნას ედავებოდნენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ვისაც კი ერთი სიტყვა დაუხარჯია ჩემი შვილის გათავისუფლების საქმეში, ყველას დიდი მადლობა – ზაზა გახელაძის დედა

ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა

ზაზა გახელაძის გათავისუფლება ბიბილოვს რუსეთის პატრიარქმა სთხოვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები