3 აგვისტოს, კურორტ შოვში მომხდარმა სტიქიამ მთელი საქართველო გააერთიანა. მეწყერის ჩამოწოლიდან მალევე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეები რაჭისკენ გაემართნენ.
თუმცა, მანამდე, თავად რაჭის მოსახლეობამ გამოიჩინა სიმამაცე და მეწყერში მოყოლილი უამრავი ადამიანი გადაარჩინა.
მეწყერის შედეგად დაკარგულთა დასახმარებლად წასული ძმების – გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბმა „თეთნულდი“.
„ძმები გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები გუშინ მაშველების ასვლამდე გადავიდნენ შოვში, მთელი დღეა ეხმარებიან – საამაყოა როცა ასეთი ადამიანებით შედგება საქართველო“ – მთასვლელთა კლუბი „თეთნულდი“
აღნიშნული ძმების შესახებ სოციალურ ქსელში წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც:
„ეს ბიჭები განასახიერებენ რაჭას. თუ რამე გინდა იცოდე რაჭაზე, ეს აურა უნდა იგრძნო, როგორც მახასიათებელი ჩვენი კუთხის ადამიანების“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
ვიდეო: „მთელი ღამე ჩვენთან იყვნენ სველები, ტალახიანები, ჩვენთან ტყე-ტყე გადმოსულები, შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ, საკვები გაგვინაწილეს“ – რას წერს მერაბ ნინიძის შვილი, რომელიც სტიქიას გადაურჩა
„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი
ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე
„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას
„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე