LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძმები გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები გუშინ მაშველების ასვლამდე გადავიდნენ შოვში, მთელი დღეა ეხმარებიან – საამაყოა როცა ასეთი ადამიანებით შედგება საქართველო“ – მთასვლელთა კლუბი „თეთნულდი“

597
გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები

მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბი „თეთნულდი“ რაჭაში, შოვში მეწყერის შედეგად დაკარგულთა დასახმარებლად წასული ძმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს:

„ძმები გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები, სოფელ ველევიში ცხოვრობენ, ეს ბიჭები ჩვენი კლუბის საამაყო მეგობრები არიან.

„ჩვენს შორის არიან გმირები, რომლებიც არ ჩანან.. ტოვებენ 2 შვილს, ფეხმძიმე ცოლს და მიდიან სხვისი შვილების გადასარჩენად“ – მოქალაქეები შოვში მომხდარ სტიქიაზე

„რესტორან „ქალაქურის“ პროფესიონალი ვიდეო-გადამღები ზურა ნემსიწვერიძე და მისი მეგობრები, თავისი დრონით და უდიდესი ენთუზიაზმით გაიმარჯვებენ სიცოცხლით-სიკვდილზე. მეამაყებით“.

გუშინ (03/08/2023) მაშველების ასვლამდე შემოვლითი გზით გადავიდნენ შოვში, იქ ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად, დღეს მთელი დღეა ეხმარებიან სამაშველო ოპერაციაში ბიჭებს.

ძალიან საამაყოა როცა ასეთი ადამიანებით შედგება ჩვენი საყვარელი საქართველო და აუცილებლად დასაფასებელია ყველა ასეთი ინიციატივა“. – წერს მოგზაურთა კლუბი.

„წინიდან და უკნიდან მეწყერი მოდიოდა, ორჯერ წამიღო…საშინელება იყო” – ბიჭი, რომელმაც 5 წლის ბავშვი გადაარჩინა

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ. გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.

 

mazda magti 5g