LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინიდან და უკნიდან მეწყერი მოდიოდა, ორჯერ წამიღო…საშინელება იყო” – ბიჭი, რომელმაც 5 წლის ბავშვი გადაარჩინა

3494
BeFunky-collage - 2023-08-03T214759.099

23 წლის დავით ჯალაძე, რომელმაც შოვში, მეწყერში მოყოლილი 5 წლის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა მედიასთან საუბრისას დეტალებს იხსენებს.

„შოვიდან მოვდიოდით და მინერალურ წყალთან გავჩერდით. როდესაც დავიძარით და ხიდზე გადმოვედით, ვეღარ წამოვედით. წინიდანაც და უკნიდანაც საშინელი მეწყერი მოდიოდა. ძლივს გადავრჩით, ორჯერ წამიღო”, – საუბრობს „ფორმულასთან” ბიჭი, რომელმაც 5 წლის ბავშვი გადაარჩინა.

ფოტო მთავარზე: მთის ამბები

შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

შოვშვი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს – შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 40-მდე ადამიანი გამოიყვანეს

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ადამიანები მოიყოლა.

ამავე თემაზე:

შოვში მეწყერი ჩამოწვა 

შოვში სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია

ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს

ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“ 

„ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას“ – მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g