LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია

258
Untitled design

რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათგან 5 ბავშვია.

„ცოცხლები და საღ-სალამათები არიან“ – გუბერნატორის მოადგილის თქმით, მეწყრულ ზონაში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 ადამიანია

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი კოვზიაშვილი ავრცელებს:

„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია! მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება“, – წერს ქეთი კოვზიაშვილი.

 

სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია! მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.

Posted by ქეთი კოვზიაშვილი on ხუთშაბათი, 03 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი შოვში, სტიქიის ზონაშია და ადგილზე სამაშველო ოპერაცია იწყება.

შეგახსენებთ, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ცოტა ხნის წინ, მასიდან ერთი მცირეწლოვანი ბავშვი უვნებელი ამოიყვანეს.

ამავე თემაზე:

ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს

ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“ 

„ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას“ – მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g