LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“

3000
364202112_253019147683268_6538301786159609487_n (1)

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილი ხალხი სამაშველო სამსახურების მისვლას ელოდება.

მეწყერში მოყოლილი ერთ-ერთი ქალი „მთავარი არხთან“ სატელეფონო საუბრისას აღწერს, რა ხდება ახლა იქ, სადაც ისინი არიან:

შოვში მეწყერი ჩამოწვა

შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ამ დროისთვის სტიქიის ადგილისკენ მიემართებიან.

„მეწყერი ჩამოწვა, სამაშველოს ველოდებით. წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. ბავშვები და მოხუცები არიან.

შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. 2-მეტრიანი ტალახია, რომელშიც ყველა ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა“, – ამბობს შოვში, მეწყერში მოყოლილი ქალი.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არიან დაშავებულები –ჩამოწოლილი მიწის მასამ რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა.

 

 

 

Posted by Maya Pirtskhalaishvili on Thursday, 3 August 2023

 

 

„მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები“. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები