LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს

2279
მეწყერი შოვში

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილი ბავშვი ადგილობრივებმა გადაარჩინეს.

ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“

ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ მოზარდი პირველადი დახმარების გასაწევად ადგილობრივებთან.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არიან დაშავებულები –ჩამოწოლილი მიწის მასამ რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა.

„მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები“. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

„გადავარჩინეთ პატარა ბავშვი“ — კადრები შოვიდან

ვიდეო: ჯენი სულთანიშვილი

Posted by Formula • ფორმულა on Thursday, 3 August 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები