LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ფოტო დღეს ნანამ სასაფლაოზე მაჩუქა… ისეთივე თბილი საღამო იყო, როგორიც თვითონ თემური” – ავთო ვარსიმაშვილის თემურ ჩხეიძესთან გამოსამშვიდობებელი პოსტი და ფოტო 

721
varsimashvili

დიდი ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

თემურ ჩხეიძეს გამოსამშვიდობებელ პოსტს უძღვნის და მასთან შარშან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს თავისუფალი თეატრის ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი.

“ეს ფოტო დღეს ნანამ სასაფლაოზე მაჩუქა, შენთვის წამოვიღე, ვიცოდი გნახავდიო. გადაღებულია შარშან ზაფხულში, ფოთის ფესტივალზე, პანდემიის პერიოდში. ზუსტად იმ დღეს მივიღე სტამბიდან ჩემი წიგნი, პირველი ეგზემპლიარი თემურ ჩხეიძეს ვაჩუქე, ასე მქონდა წინასწარ ჩაფიქრებული, შემდეგ ვერანდაზე დავსხედით, ბევრი ვილაპარაკეთ, ისეთივე თბილი საღამო იყო, როგორიც თვითონ თემური იყო. როცა წიგნი წაიკითხა დამირეკა და ისევ ბევრი კარგი და თბილი სიტყვა მითხრა….. დღეს კი დავკრძალეთ, ვეღარ დავურეკავთ ერთმანეთს, უზარმაზარი სიცარიელე დატოვა, რომელსაც ვერავინ შეავსებს. მადლობა, რომ იყავით ჩემს ცხოვრებაში და ხანდახან მაინც მათბობდით”, – წერს ვარსიმაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g