LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ის შემთხვევაა, რომ არ გავალ სათათბიროდ“ – საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

6178
ცოლის მკვლელი
მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს – როინ მებონიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე მებონიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა.

როგორც ადვოკატმა სულხან კომახიძემ განმარტა, როინ მებონიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს.

16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა – პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინა

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ უარყოფს, მაგრამ მისი ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ის ფაქტებს ვერ იხსენებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსაკვლევია.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განცხადებით, ბრალდებულისგან დანაშაულის გაგრძელების ნიშნები არსებობს.

„ეს ის შემთხვევაა, რომ არ გავალ სათათბიროდ, ადვოკატიც მომხრეა პატიმრობის შუამდგომლობის. სასამართლომ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ არსებობს აღკვეთის შუამდგომლობის გამოყენების გარემოებები და დაადგინა, რომ პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდება და დანაშაულებრივი ქმედება, მეუღლის მიმართ მკვლელობა, ორივე შემთხვევაში ბრალდებული შერაცხადია თუ შეურაცხადი, არსებობს დანაშაულის გაგრძელების საფუძველი“, – განაცხადა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია: ადვოკატი

ცნობისთვის, 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როინ მებონიამ მეუღლეს სოფი კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

როინ მებონიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

“არ მომიკლა დედა” – აქცია-პერფორმანსი ზუგდიდში

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები