LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ის თამთაა, ქმარმა 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად რომ გამოასალმა… გვაპატიე ყველას, ვისაც შეგვეძლო და არ დაგიცავით!” – თურქეთში ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

504
BeFunky-collage (7)

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს. 32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი, ჩაკეტილ სახლში პოლიციამ იპოვა. მას ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული, ასევე, აღენიშნებოდა ცემის კვალი.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ეძებს მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

მოკლულის მეგობრების თქმით, ქალი ქმარმა მოკლა, რომელიც მასზე სისტემატიურად ძალადობდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე კურდღელია წერს.

“ეს ულამაზესი გოგო თამთაა!(მიჭირს წარსულში მასზე საუბარი) ვინც მას არ იცნობდით გეტყვით,რომ თამთა ჯერ კიდევ საოცარი შვილი იყო, სანამ საოცარი დედიკო გახდებოდა თავისი შვილებისთვის! დიახ,თამთა იყო ის შვილი საკუთარ და-ძმაზე ჯერ კიდევ პატარა ,დიდი გოგოსავით რომ ზრუნავდა!მერე ?!მერე დედა გახდა და მისი ყველა ფბ პოსტიდან მიხვდებით ,რა მაგარი დედა იყო მისი შვილებისთვის!
დიახ, ადამიანებო ეს ის თამთაა, მისმა არაადამიანმა ქმარმა თურმე 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად რომ გამოასალმა და ვითომც აქ არაფერი მომხდარაო, ისე რომ გაიხურა კარი და წავიდა!!(იმედია მოუსავლეთში)
მძულს ამისთანა სამყარო მე! დიახ მძულს! უფლის ნაბოძებ სიცოცხლეს, რომ არაკაცები გართმევენ იმიტომ! სუსტის დაჩაგვრა, რომ ვითომ ,,ძლიერს”შეუძლია იმიტომ! არადა ,,ძლიერი” კი არა ლაჩარი ხარ! ლაჩარი ხარ, იმიტომ, რომ ამ სისაძაგლის ჩადენის მერე თვითმკვლელობაც ვერ შეძელი. იქნებ ამითი მაინც გეშველა საკუთარი ბინძური სულისთვის! იქნებ ამითი მაინც შეგემსუბუქებინა შენი შვილების წინაშე ეს უმძიმესი დანაშაული! მეზიზღება დედაშენისნაირი ქალები, შენნაირ არაადანიან, მკვლელ შვილებს რომ ზრდიან და თავი საუკეთესო დედებად მოაქვთ! თუმცა დედობაც ზოგისთვის პატივია,ზოგისთვის სასჯელი!
მაპატიე თამთა მეც და ყველას, ვისაც შეგვეძლო და არ დაგიცავით! ვინც იცოდა და ხმა არ აიმაღლა! გვიანია, მაგრამ მე მაინც გთხოვ ჩემ წილ პატიებას! ყველა პოტენციური მკვლელია, ვინც 0,1% მაინც ეცდება იმ არაკაცის გამართლებას, ნებისმიერი ფორმით! აწი გინდ ფემინოსტობა დამაბრალეთ და გინდა ქალთა უფლედამცველობა, მაგრამ ფაქტი ჯიუტი და ძალიან ტრაგიკულია! თამთა აღარ ჰყავს მის შვილებს, მის დედმამიშვილებს და მის ახლობლებს!
ჩემო ანგელოზად გაფრენილო თამთუ! იქით, იმიერში ანათე და ასხივე აწი” – წერს გარდაცვლილი გოგონას მეგობარი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები