LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო გეგმური მონიტორინგი” – რა მოხდა ბაკურიანში

160
22

ბაკურიანში გეგმური მონიტორინგი განხორციელდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი შემოწმდა. შრომის ინსპექციას არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შეუმოწმებია, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს. ბექა ფერაძე გუშინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, შრომის ინსპექციამ ბაკურიანში ბინის მესაკუთრეებს საკუთარი ფართების გაქირავება აუკრძალა და დამსვენებლებს დღის ბოლომდე ბინების დატოვება მოსთხოვა.

„ჩვენ ზედამხედველობას ვახორციელებთ არამხოლოდ ბაკურიანში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იყო გეგმური მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა ბაკურიანის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი, რამდენად იყვნენ ისინი სასტუმროს სტატუსის მატარებლები, თუ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კერძო საცხოვრისები. არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან და მითუმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი. დადგენილების მიხედვით, აკრძალულია სასტუმროების ფუნქციონირება და მხოლოდ და მხოლოდ მისი გადამოწმება მოხდა და არ ყოფილა არავითარი ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება, ან სხვა რაიმე ზემოქმედება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არც ერთი ჯარიმა არ არის დაწერილი“, – განმარტა ფერაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები