LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება” – მმართველობიდან წასული პრემიერი უგულავაზე

86
356E7FC2-999A-4F68-900A-2FD1F93FAB74-cx0-cy2-cw0-w1200-r1-s

“ფუნდამენტური საკითხების” მიმართ განსხვავებული აზრის გამო ბიძინა ივანიშვილმა მმართველი გუნდის გადახალისების მიზნით პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინ გაუშვა. მაშინ, ყოფილმა პრემიერმა გადადგომის შესახებ განცხადება პირადად გაახმოვანა და განმარტა, რომ ახალი გუნდის დაკომპლექტების საშუალება უნდა მიეცათ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის.

ყოფილი პრემიერ მინისტრი მიეკუთვნება თუ არა მათ რიცხვს, ვინც უკმაყოფილებას და პრეტენზიებს გადადგომის შემდეგ ახმოვანებს, ეს ბევრისთვის შესაძლოა საკამათო იყოს, თუმცა კვირიკაშვილს მსგავსი შინაარსის განცხადება მხოლოდ დღეს არ გაუკეთებია. გასული წლის აქციების შეფასებისას მან ხელისუფლების “შეცდომებსა” და კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა. კვირიკაშვილმა მაშინ ივანიშვილს რამდენიმე რჩევაც მისცა და 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმაც შესთავაზა, თუმცა სიტუაციიდან გამოსავალში მმართველ პარტიას კვირიკაშვილის აზრი არ გაუთვალისწინებია.

გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

ყოფილი პრემიერ მინისტრი მოწოდებებს და რჩევებს განაგრძობეს დღესაც. მან პირად ფეისბუქ გვერდზე გიგი უგულავას დაპატიმრებაზე საკუთარი მოსაზრება დაწერა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.

“როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მითუმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია – როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად – აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია. ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში – აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და ევროპული საქართველოს პოლიტიკური მრწამსი იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილი: არასდროს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ, ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული, რაც დღეს ხდება

ის ასევე წერს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მსგავსი ქმედებით იღებს პასუხისმგებლობას პოლარიზაციის ზრდაზე და მოუწოდებს მმართელ სახელისუფლებო ძალას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები