LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი: არასდროს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ, ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული, რაც დღეს ხდება

343
Screen-Shot-2019-09-28-at-12.36.29-PM-5d8f1bf6ee600

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “მთავარ არხთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. კვირიკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ აზრს დააფიქსირებს.

“როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერს, რა თქმა უნდა, ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი და პოლიტიკურ პოზიცია მექნება. რაღაცა შეიძლება მომწონდეს, რაღაც — არა. მაგალითად, 20 ივნისს რაც იყო, ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდეც ამის შესახებ განცხადება. ასეთი რაღაც შეიძლება კიდე მოხდეს მომავალში და არასდროს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ.  ზოგი ამბობს დააშანტაჟეს და ა.შ დაშანტაჟებულ კაცს მგონი არ ვგავარ, ხო?!”- აცხადებს კვირიკაშვილი

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება საქართველოს საინვესტიციო გარემოს აზიანებს. კვირიკაშვილმა “მთავარ არხს” ასევე უთხრა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ თითქოს ის და მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ რაღაცას გეგმავდნენ, რაც ივანიშვილმა დაიჯერა.

,,ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება ჩემი აზრით ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის და ეს არის წყალში ჩაყრა ძალიან ბევრი ადამიანის ნაშრომის. ის ზღაპარი თითქოს ჩვენ წელიწადნახევრის წინ ერთად რაღაცას ვაპირებდით ეს არის ზღაპარი მოგონილი ვიღაცეების მიერ. მათ ამ მითის მოგონება აწყობდათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილმა ეს არათუ დაიჯერა, არამედ ამ საკითხზე მთელი მოქმედებები ააგო,”-აცხადებს კვირიკაშვილი.

ამავე ინტერვიუში, ყოფილმა პრემიერმა ეკა ბესელიასთან გუშინ გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მასთან ბევრი საკითხი განიხილა.

კვირიკაშვილთან შეხვედრას ეკა ბესელიაც ადასტურებს,  თუმცა დეპუტატი ამბობს, რომ ყოფილ პრემიერთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი არ ყოფილა.

,,როგორც მისგან ვიცი, არ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკური საქმიანობა. ამიტომ, თუ თავად გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვითანამშრომლებ, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები