LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს შუა ვოლსკია” – პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებსაც დეპუტატების სახელები აქვთ [ფოტოები]

2077
cxvrebi parlamenttan

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა​ ​საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცხვრები მიიყვანეს.

აქციაზე აცხადებენ, რომ „პარლამენტარები ცხვრებივით მისცემენ ხმას მთავრობის დამტკიცების საკითხს“.

“ფრაქცია ‘ქართული ოცნების’ დეპუტატები გიორგი გახარიას კანდიდატურისთვის ხმის მისაცემად პარლამენტში მივიდნენ” – ასე ასათაურებენ სირცხვილიას ივენთში, ცხვრების მიყვანის ფოტომასალას.

“შუა გია ვოლსკია” – ამბობს გიგა მაქარაშვილი

ვოლსკი: ჩვენი სტრატეგია არის სითბო და სათნოება

აქციის მონაწილეები ცხვრებს მმართველი გუნდის წევრების სახელებს უწოდებენ.

მაგალითად, ამ სურათზე სალომე ბარკერი წერს: “მარიამ გეგუჩაძე და მამუკა მდინარაძე”

შეგახსენებთ, პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. კენჭისყრამდე  პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ მთავრობის ძირითად სამოქმედო მიმართულებებზე, მიზნებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი ძალა – რა პრინციპები ექნება გახარიას?

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები