“ვიცნობდეთ გმირებს…2022 წელს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 33 ქართველი მებრძოლი” – “სირცხვილია”

170
BeFunky-collage - 2022-12-05T004126.329

სამოქალაქო მოძრაობამ “სირცხვილია” საქართველოს პარლამენტთან უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად აქცია გამართეს.

აქტივისტებს ხელში პლაკატები ეკავათ, რომელზეც უკრაინაში დაღუპული ქართველების სახელები და გვარები ეწერა.

“2022 წელს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 33 ქართველი მებრძოლი.

დღეს მათი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად 9 აპრილის მემორიალთან, გლოვისა და გმირთა უკვდავყოფის ადგილას შევიკრიბეთ.

ვიცნობდეთ გმირებს, რომლებიც ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ეწირებიან”, – ნათქვამია ტექსტში.

ცნობისთვის, 3 დეკემბერს, რუსეთ-უკრაინის ომს ერთდროულად 5 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამავე თემაზე:

“გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს…არც ახალი წლის პომპეზურობა გვჭირდება: ჩვენგან ახლოს ჩვენი მტერი ბავშვებს ხოცავს და ვისაც ვერ კლავს – აშიმშილებს: ანდრო გოცირიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

“მომეწონა მისი ვაჟკაცური მიდგომა საკითხისადმი.. ვიზიარებ მწუხარებას საქართველო, კიდევ ერთი გმირი დავკარგეთ!” – ლადო გამსახურდია

“ბრძანება მიიღეს არ წახვიდეთ წინო!… 5 გმირ ქართველს კი სისხლი აუდუღდა!…10 საათი იბრძოდნენ, გაანადგურეს ათობით ორკი და წარმოუდგენელი გმირობა აჩვენეს ბიჭებმა!” – ნიკო მიქაია უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

“შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ იმ ნაძვის ხეს…ჩვენი მშვიდობისთვის დაიღუპა ის ხალხი” – ხოშტარია უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე

უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას

“დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი ალყაში იმყოფება” – უკრაინაში მებრძოლი ქართველი რომეო ფარულავა

როდესაც 5 მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო: გია ხუხაშვილი