პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და გამოდის ინიციატივით საახალწლო ნაძვის ხეს შავი, სამგლოვიარო ლენტები შეაბან.
ხოშტარიას თქმით, ეს იქნება პროტესტი ყალბი მშვიდობისთვის, რადგან ის ხალხი ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა.
“შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ იმ ნაძვისხეს.
ხვალ, კვირას 19.00 ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე.
ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა ის ხალხი.
მადლობა იდეისთვის გულიკო ზუმბაძეს”, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
“ყველაზე მძიმე ვითარება ბახმუტსა და სოლედარშია…ბიჭების დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებთ” – ზელენსკი
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე
უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას
როდესაც 5 მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო: გია ხუხაშვილი